Belive

უკრაინის ნაკრების ვეტერანი: "ერთა ლიგაზე მთავარი შედეგი არ იქნება"

2 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის ახალ სეზონში, საქართველოს ნაკრების მეტოქის, უკრაინის ნაკრების ვეტერანმა ფორვარდმა, არტემ კრავეცმა უახლოეს მატჩებთან დაკავშირებით თავისი მოლოდინები გააზიარა.

"შედეგი მნიშვნელოვანია და ის სავალდებულოა. უნდა გვესმოდეს, რომ შედეგი მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინელებს სურთ, რომ გუნდმა, ეროვნულმა ნაკრებმა, შედეგს მიაღწიოს. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც თამაშის აგება იქნება: გუნდური თამაშის, სტრუქტურის, როგორც მთავარი მწვრთნელი, ანდრეა მალდერა ამბობს (და ეს ძალიან მომწონს) და ამ გუნდის ფასეულობების, რომელთა საფუძველზეც ფეხბურთელები იმოქმედებენ", - არტემ კრავეცი.

საქართველოს ნაკრები უკრაინას 28 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შეხვდება. მატჩი თბილისის დროით  20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები