Belive

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის ჩასატარებლად ბელფასტში გაემგზავრა, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მეოთხე ტურის შეხვედრაში ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრები 4 ოქტომბერს ბელფასტში მატჩისწინა ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ უინდსორ პარკ სთეიდიუმზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ დროისთვის ჯგუფში 3 მატჩი გამართა და ჯერ გოლი არ გაუტანია, მათ 2 მარცხი და 1 ფრე უფიქსირდებათ.

ცხრილი კი ასე გამოიყურება:

View this post on Instagram

A post shared by belive (@belive.ge)

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდის წინააღმდეგ გამართავს, აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე ჩატარდება.

სხვა სტატიები