,,ვიცით, რომ საქართველო 5 მცველით თამაშობს და ტაქტიკაც სწორედ ამის გათვალისწინებით დავამუშავეთ'' - ატილა ოშვატი
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უნგრეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, ატილა ოშვატმა, საქართველოსთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, გავაანალიზეთ მეტოქის თამაში და მოედანზე ტაქტიკური დეტალებიც დავამუშავეთ. ისე ვემზადებით, როგორც სხვა მატჩებისთვის, თუმცა ამჯერად გამარჯვების მოპოვება უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ჩვენი დაცვა წინა ორივე შეხვედრაში გამართული იყო, თუნდაც უკრაინელებთან, მიუხედავად იმისა, რომ მცირე შეცდომები გვქონდა. მოსამატებელი შეტევაში გვაქვს, მეტი მომენტი უნდა შევქმნათ, რადგან ბოლო შეხვედრებში ბევრი შანსი არ გვქონია.
ვიცით, რომ საქართველო 5 მცველით თამაშობს, ამისთვის ვემზადებით და სწორედ ამის გათვალისწინებით დავამუშავეთ ტაქტიკა. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი იმუშავებს.
კვარაცხელია? არაპროგნოზირებადია, თუმცა ის საქართველოს ნაკრების ერთადერთი კარგი მოთამაშე არ არის. მას შევისწავლით და გავაანალიზებთ, თუ როგორ გადაადგილდებოდა ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩების დროს. პსჟ-ში უფრო მეტად ფლანგზე თამაშობს, ნაკრებში უფრო ხშირად იწევს ცენტრისკენ, ასე რომ, განსხვავებული სიტუაციაა, თუმცა მის განეიტრალებას შევეცდებით. - ატილა ოშვატი
დღეს, ერთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთს ესტუმრება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.