Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "კანკავას და კაშიასგან ვისწავლე, რომ კაპიტანი სამაგალითო უნდა იყოს"

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ისრაელთან გასამართი წლის საწყისი ამხანაგური მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი როლის შესახებ ისაუბრა.

"მინდა სრულიად საქართველოს ჩვენი სულიერი მამის გარდაცვალება მივუსამძიმრო. მან უდიდესი სითბო და სიყვარული დაგვიტოვა და მადლობელი ვარ, რომ მასთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა.

ერთა ლიგის ახალ ჯგუფში საკმაოდ რთული მეტოქეები გვყავს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.

უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი. დიდი პატივია, რომ ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას კაპიტნობით თამაში მომიწია. მათგან საუკეთესო რაც ვისწავლე, რთულ დროს სამაგალითო მოქმედებაა. შესაძლოა გასაჭირი გვქონდეს და ამ დროს სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღო. შევეცდები, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია და ყველასთვის სამაგალითო ფეხბურთელი ვიყო.

წლევანდელი წელი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უეფას ერთა ლიგის ასპექტშია. ამ შეკრებიდან უკვე იმ საკითხებზე ვმუშაობთ, რომელიც შემოდგომაზე გამოგვადგება", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრები ისრაელს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 მარტს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები