Belive

წყალბურთელებმა ევროპის პირველობა მარცხით დაიწყეს

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატს წყალბურთში ხორვატიის ქალაქი სპლიტი მასპინძლობს, სადაც 16 გუნდი იღებს მონაწილეობას. საქართველო A ჯგუფში მონტენეგროსთან, იტალიასთან და სლოვაკეთთან ერთადაა.

ჩვენმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა მონტენეგროს წინააღმდეგ გამართა და 11:14 დამარცხდა.

A ჯგუფში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც იტალიის ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირედება.

დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა 31 აგვისტოს, თბილისის დროით, 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები