Belive

ევროპული თამაშები - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების საშეჯიბრო ბადე ცნობილია

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

1 ივლისს პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებში ქართველი ძიუდოისტები ჩაერთვებიან.

2023 წლის ევროპულ თამაშებზე ძიუდო ინდივიდუალურად არ ჩატარდება. ევროპული თამაშების კავშირისა და IJF-ს ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2023 წლის ევროპულ თამაშებზე მხოლოდ გუნდური პირველობა გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით არის წარდგენილი.

  • 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი; გიორგი ტერაშვილი
  • 90 კგ - ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი
  • +90 კგ - გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი
  • 57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი
  • 70 კგ - ეთერ ასკილაშვილი
  • +70 კგ - სოფიო სომხიშვილი.

დღეს კი წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

საქართველოს ნაკრები B ბადეში განთესილია და ასპარეზობას 1/8-ფინალიდან იწყებს, სადაც ლიეტუვასა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დავუპირისპირდებით.

1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები, ისრაელისა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალში კი დიდი ალბათობით საფრანგეთის ნაკრები იქნება ჩვენ მეტოქე, რომლებსაც არც თუ ისე ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცთა კატეგორიაში ფავორიტები ვიქნებით.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები