თელ ავივის გრანდ სლემი: დღე III - ტატამზე ღვინიაშვილსა და ლიპარტელიანს ვიხილავთ | პრევიუ
თელ ავივის გრანდ სლემი დასასრულს უახლოვდება. წინ მესამე საშეჯიბრო დღეა, რომელიც სტარტს 18 თებერვალს, თბილისის დროით 13:00 საათიდან აიღებს.
მესამე საშეჯიბრო დღეს ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) გამოვლენ.
ასევე შეგახსენებთ, რომ თელ ავივის გრანდ სლემზე, განვლილი 2 დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების აგნარიშზე 1 ოქროს (ვაჟა მარგველაშვილი) და 1 ბრინჯაოს მედალია (ლაშა ნადირაძე).
90 კგ
90 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ - ბექა ღვინიაშვილი იჭიდავებს. ბექა A ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, ბულგარელ - ივაილო ივანოვსა და ისრაელის წარმომადგენელ - გაი გურევიჩს შორის გამარჯვებული იქნება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბექა ღვინიაშვილს ბადეში ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, გერმანელი - ედუარდ ტრიპელი ჰყავს.
100 კგ
A ბადეში მიიღებს მონაწილეობას ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც განთესილი არ იქნება და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც უკრაინელ - ანტონ სავიცკის დაუპირისპირდება.
გამარჯვების შემთხვევაში კი, შემდეგ ეტაპზე უნგრელ - ზსომბორ ვეგსა და ბრაზილიელ - ლეონარდო გონსალვეშს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვარლამ ლიპარტელიანს ბადეში, უძლიერესი ნიდერლანდელი, მსოფლიოს მეორე ნომერი - მაიკლ კორელი ჰყავს.
წინასაწრი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.