სარდალაშვილი Vs. ბლიევი | ევროპის ჩემპიონატის ფინალი - პრევიუ
23 აპრილს , მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც 27 აპრილს, გუნდური პირველობით დასრულდება.
საქართველოს ნაკრებს მძიმე სტარტი ჰქონდა, რადგან ერთმანეთის მიყოლებით ნაადრევად გავარდნენ - ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე და ჯულიეტა როდონაია.
თუმცა ყველაფერი თავდაყირა დააყენა გიორგი სარდალაშვილმა, რომელმაც შეძლო და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა - ასე და ამგვარად, 21 წლის ფალავანს კარგი შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონობას კონტინენტის პირველობაც დაუმატოს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალში, 21 წლის ქართველი მსოფლიო ჩემპიონის მეტოქე, რუსი - აიუბ ბლიევი იქნება.
გიორგი სარდალაშვილი Vs. აიუბ ბლიევი
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სარდალაშვილს ბლიევთან არასდროს უჭიდავია და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ეს პირველად მოხდება.
ცოტა რამ აიუბ ბლიევის შესახებ
აიუბ ბლიევი 27 წლის რუსი ძიუდოისტია, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით ასპარეზობს. მსოფლიო რეიტინგში, 60 კგ წონითი კატეგორიის მე-8 ნომერია.
მას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე წარმატებისთვის არ მიუღწევია, შესაბამისად 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი მისთვის ისტორიული აღმოჩნდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში იგი კარგ ფორმაში იმყოფება.
მან შეძლო და 2025 წელს მოიგო ტაშკენტის გრანდ სლემი, 2024 წლის ბოლოს ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2024 წელს ასევე შეძლო ანტალიის გრანდ სლემის მოგება და ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (2023 წელს).
გიორგი სარდალაშვილის განვლილი გზა
I ეტაპი - მარტონ ანდრასი (უნგრეთი)
1/4-ფინალი - აშიკ ანდრეიანი (სომხეთი)
1/2-ფინალი - ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)
აიუბ ბლიევის განვლილი გზა
I ეტაპი - იოზეფ ტომანეკი (სლოვაკეთი)
1/4-ფინალი - თურან ბაირამოვი (აზერბაიჯანი)
1/2-ფინალი - ლუკა მხეიძე (საფრანგეთი).
ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიწყება.