Belive

ტრავმა სერიოზული არ გამოდგა | კვარა ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ მზადაა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ლიგა 1-ის მე-4 ტურში, ლანსთან მოგებულ მატჩში (2:0) ტრავმა მიიღო.

მეტოქის ფეხბურთელების უხეშობის შემდეგ, 24 წლის ქართველი მოედნიდან მატჩის საწყის ტაიმში გაიყვანეს, სამედიცინო შემოწმების შემდეგ კი ტრავმის დეტალები ცნობილია.

ხვიჩა კვარაცხელიას დაზიანება სერიოზული არ არის და ის მოედანზე მალევე დაბრუნდება. უახლოეს მატჩში, რომელიც პსჟ-მ უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ლიგის ფაზაში, საწყის ტურში, მოქმედი ჩემპიონის სტატუსით უნდა ჩაატაროს, გუნდი ატალანტას შეხვდება. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

Foot Mercato-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია დაზიანებას მალე მოიშუშებს და ბერგამოულ გუნდთან თამაშს შეძლებს.

ნაპოლის შემადგენლობაში ჩატარებულ ორსეზონნახევრის განმავლობაში, ხვიჩა კვარაცხელიამ ატალანტასთან სამჯერ ითამაშა, ორჯერ გამარჯვების მოპოვება და ორი გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები