Belive

ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

7 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

საჩემპიონო ჯგუფის მესამე სათამაშო კვირაში უნივერსიტატ კრაიოვამ უშუალო კონკურენტ კლუჟს (2:0) აჯობა. შეხვედრაში ულამაზესი გოლით ანგარიში ანზორ მექვაბიშვილმა გახსნა.

რუმინეთის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდის ვერსიით, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.

"ის არის მოთამაშე, რომელიც მოედანზე დიდ ენერგიას ხარჯავს. მან ოლტენის გუნდს დიდი გამარჯვებისკენ გზა გაუხსნა", - წერს რუმინეთის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი.

ანზორ მექვაბიშვილს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე პასი გაკეთებული. მისი გუნდი ჩემპიონატის თანალიდერია და თასის ნახევარფინალშია გასული.​

სხვა სტატიები