Belive

კიდევ ერთი გუნდი პრემიერ ლიგიდან | ბარსას და ტოტენჰემის შემდეგ მიქაუტაძეს ახალი მსურველი ჰყავს

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური საფეხბურთო მედია საშუალება fichajes-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის დამატება ბარსელონასა და ტოტენჰემის შემდეგ, ახლა უკვე პრემიერ ლიგის კიდევ ერთ გამორჩეულ გუნდს, ნიუკასლს სურს.

"პრემიერ ლიგის ერთ-ერთი კლუბი მზადაა, ვილიარეალის ქართველი თავდამსხმელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ნიუკასლი მზადაა, 25 წლის ქართველი ფორვარდის შესაძენად 55 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება გააკეთოს. თავის მხრივ, ვილიარეალი ცდილობს, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონიდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდოს, რათა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი შენარჩუნება გაიოლდეს.

მიქაუტაძეს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ლიონის ოლიმპიკს ფეხბურთელში, რომელიც გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, დაახლოებით 31 მილიონი ევრო, პლუს 5 მილიონი ბონუსების სახით გადაუხადა.

სეზონის დასრულების შემდეგ ვილიარეალი მიქაუტაძის კონტრაქტის გაუმჯობესებას გეგმავს. მან სადებიუტო სეზონში 15 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 42 მატჩში მიქაუტაძემ 15 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემაც მიითვალა, რამაც ზაფხულში სხვადასხვა კლუბის ინტერესი გამოიწვია.

თუ ნიუკასლი შეთავაზებას არ გაზრდის, ვილიარეალი შეეცდება, გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევრომდე აწიოს და ფეხბურთელის ტრანსფერის პირობები თავად განსაზღვროს. ინგლისური კლუბის გარდა, გასულ დღეებში ფეხბურთელის წარმომადგენლებს ბარსელონაც დაუკავშირდა და 60-დან 65 მილიონ ევრომდე თანხები განიხილა", - წერს fichajes.

ახალი სეზონი გიორგი მიქაუტაძემ შედეგიანად დაიწყო. ლა ლიგის გახსნითი ტურის მატჩში ვილიარელმა სანტანდერის რასინგთან, სტუმრად, ელ სარდინეროზე ფრედ (2:2) ითამაშა, გამათანაბრებელი გოლის დროს კი გადამწყვეტი პასი ნიკოლა პეპეს სწორედ 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გაუკეთა.

სხვა სტატიები