Belive

"თოფურია ვაშინგტონის საავადმყოფოდან გაწერეს, ტრავმის სიმძიმე ცნობილია" - EUROSPORT

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

UFC Freedom 250-ის მთავარი ჰედლაინერი - ილია თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა და დიდი ზიანი მიიღო. ბრძოლა 4 რაუნდის შემდეგ, თოფურიას კუთხის მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა და გეიჯი ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.

ღონისძიების შემდეგ, მატადორი ვაშინგტონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი დღეს გაწერეს. EUROSPORT-ის იტალიური რედაქციის მტკიცებით, ილია თოფურიას ორივე თვალბუდის მოტეხილობა დაუდგინდა.

EUROSPORT ასევე აღნიშნავს, რომ ილია თოფურიას ოპერაცია არ ესაჭიროება. მატადორი დასვენებისა და რეაბილიტაციის რამდენიმეთვიან კურსს გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ვარჯიშის განახლებას.

ილია თოფურია ვაშინგტონის საავადმყოფოდან გაწერეს, სადაც ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ მოათავსეს. მატადორმა თვალბუდის ძვლების კომპოზიტური მოტეხილობა მიიღო, რაც მიმდინარე წელს ოქტაგონზე გასვლის შესაძლებლობას არ მისცემს.

თოფურიას საკმაოდ მძიმე დაზიანება აქვს, მაგრამ კარგი ისაა, რომ ოპერაცია არ ესაჭიროება. ამ სიტუაციაში სპეციალისტებისგან რეკომენდირებულია რამდენიმეთვიანი დასვენება და მხოლოდ ამის შემდეგ, ვარჯიშის განახლება. ასე, რომ დიდი ალბათობით თოფურიას ოქტაგონზე მომავალ წლამდე ვერ ვიხილავთ. - EUROSPORT.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია გეიჯისთან ბრძოლამდე დაუმარცხებელი (17:0) იყო და ამ ბრძოლასაც ფავორიტის სტატუსით ატარებდა, თუმცა, გამარჯვება ამერიკელ მებრძოლს დარჩა.

სხვა სტატიები