Belive

ის, რასაც გულშემატკივრები მოუთმენლად ველოდით - დვალიშვილისა და იანის ბრძოლა ჩაინიშნა

19 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლა ჩაინიშნა - რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, დვალიშვილი და იანი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრისთვის UFC 333-ზე იბრძოლებენ.

UFC 333 აბუ დაბიში 24 ოქტომბერს გაიმართება, საჩემპიონო ბრძოლაში კი დვალიშვილისა და იანის ტრილოგიის დასკვნითი დაპირისპირება შედგება.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის პირველი ბრძოლა 2023 წლის 12 მარტს გაიმართა - 5-რაუნდიანი ბრძოლა "მანქანის" გამარჯვებით დასრულდა.

2025 წლის 7 დეკემბერს მერაბ დვალიშვილი UFC-ის ისტორიის დაწერას და 1 კალენდარულ წელში ჩემპიონის ქამრის მეოთხედ დაცვას შეეცადა, მაგრამ სამწუხაროდ იანთან 5-რაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა.