Belive

"მჯერა, რომ კიდევ უფრო დიდებული დაბრუნდები" - სერხიო რამოსმა ილია თოფურია გაამხნევა

6 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC Freedom 250-ზე მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში დამარცხებული ილია თოფურია სერხიო რამოსმა გაამხნევა - მადრიდის რეალისა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი განათავსა, სადაც აღნიშნა, რომ მატადორი კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება.

დღეს გემი კიდევ უფრო სწრაფად გაცურავს, რადგან ის ზედმეტმა ხალხმა დატოვა. ძმაო, ისინი, ვინც შენს მარცხს ზეიმობენ ვერც კი ხვდებიან, რა ელით მომავალში და გულწრფელად მეცოდებიან. რთული გზა, რომელიც გაიარე მოსახვევებით იყო სავსე, მაგრამ მიზნისთვის არასდროს გადაგიხვევია. შეეგუე, ძალები აღიდგინე და წინსვლა განაგრძე. შენ წყალი ხარ ჩემო ძმაო! ჩვენ დავბრუნდებით, ისე, როგორც მხოლოდ დიადები ბრუნდებიან. მიყვარხარ. - სერხიო რამოსი.
View this post on Instagram

A post shared by Sergio Ramos (@sergioramos)

შეგახსენებთ, რომ UFC Freedom 250-ის მთავარი ჰედლაინერი სწორედ ილია თოფურია იყო - მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში მატადორი ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა და დიდი ზიანი მიიღო. ბრძოლა 4 რაუნდის შემდეგ, ილია თოფურიას კუთხის მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა და გეიჯი ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.

სხვა სტატიები