Belive

ტატო გრიგალაშვილი - მეექვსე მსოფლიო ჩემპიონი დამოუკიდებელ საქართველოში

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის IV საშეჯიბრო დღეს, 22 წლის ტატო გრიგალაშვილი, -81 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ამ გამარჯვებით ტატო გრიგალაშვილი საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში მეექვსე ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.

  • ირაკლი ცირეკიძე - 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი (ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი)
  • ავთანდილ ჭრიკიშვილი - 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი (რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატი)
  • გურამ თუშიშვილი - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი (აზერბაიჯანის მსოფლიო ჩემპიონატი)
  • ლუხუმ ჩხვიმიანი - 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი (იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატი)
  • ლაშა შავდათუაშვილი - 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი (უნგრეთის მსოფლიო ჩემპიონატი)
  • ტატო გრიგალაშვილი - 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი (უზბეკეთის მსოფლიო ჩემპიონატი)

შეგახსენებთ, რომ წინ მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ 3 საშეჯიბრო დღეა, 13 ოქტომბერს კი მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური ჭიდაობით დასრულდება.

სხვა სტატიები