Belive

მატიას კასე: "გრიგალაშვილი დიდებული ძიუდოისტია, მან ეს გამარჯვება დაიმსახურა..."

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

დღეს, 9 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე ჩატარდა. ტატამზე მამაკაცებში -81 კგ, ქალებში კი -63 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.

2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, -81 კგ წონით კატეგორიაში, მონაწილეობა ტატო გრიგალაშვილმა მიიღო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა. ტატომ ფინალში ბელგიელი მსოფლიო ჩემპიონი – მატიას კასე დაამარცხა.

ეს მედალი საქართველოს ნაკრებისთვის, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი იყო.

ფინალის შემდეგ ბელგიელმა მსოფლიო ჩემპიონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:

„იმედგაცრუებული ვარ რომ ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მაინც მედლით ვტოვებ მსოფლიო ჩემპიონატს. ეს ჩემი ზედიზედ მესამე ფინალი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე და სასიამოვნოა ასეთი თანმიმდევრულობა. ნახევარფინალი ფუჯივარასთან რთული იყო და პატარა შეცდომა დავუშვი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ქულის მოპოვება შევძელი.

გრიგალაშვილი დიდი ძიუდოისტია და იმსახურებს გამარჯვებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უფრო ძლიერი დავბრუნდები და შემდეგ ჯერზე ვერ დავამარცხებ. შემდეგში უფრო მომზადებული ვიქნები. ჩვენ შევხვდით ევროპისა და მსოფლიოს ფინალებში, ასევე ოლიმპიური მედლისთვის, ასე რომ, ვიცი, რომ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით“.

სხვა სტატიები