Belive

ლაშა ბექაური თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზებს

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

თბილისის გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონი (90 კგ) - ლაშა ბექაური, 2024 წლის თბილისის გრანდ სლემზეც იასპარეზებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სპორტსმენი სოციალურ ქსელში ადასტურებს და წერს, რომ იგი თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზებს და გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ მას მხარი დაუჭირონ.

"გელოდებით ახალ სპორტის სასახლეში ჩემს გულშემატკივარს მთელი საქართველოდან. გამახარებთ ძალიან, მე რა თქმა უნდა ვეცდები ჩემპიონობით გაგახაროთ..." - წერს ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის თბილისის გრანდ სლემზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, სადაც ლაშა ბექაურმა ლუკა მაისურაძე დაამარცხა.

თბილისის გრანდ სლემი 22 მარტს აიღებს სტარტს და 24 მარტს დასრულდება. 2024 წლის თბილისის გრანდ სლემს ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

სხვა სტატიები