Belive

"შესანიშნავი თვისებები აქვს და იმედია ასე გააგრძელებს" - მარსელინო მიქაუტაძის შესახებ საუბრობს

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი, მარსელინო გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდს მის გუნდთან ადაპტირებისთვის დრო დასჭირდა და ეს ბუნებრივია.

"გუნდში მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. ლოგიკურია, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგასთან, გუნდის სათამაშო სტილთან და ენასთან ადაპტაცია მოუწია. ამ ყველაფერს ერთ ღამეში ვერ გააკეთებ. ამავე დროს, ის ახალგაზრდა ბიჭია და ნორმალურია, რომ უფრო მეტად ადაპტირებისას მისი თამაში გაუმჯობესდება.

ვცდილობთ, რომ დაცვაში ფორვარდებს ბევრი სირბილი არ მოუწიოთ. მიქაუტაძე ბევრს დარბოდა, მაგრამ არც ისე ეფექტურად, სწორედ ამ კომპონენტის გაუმჯობესება ვითხოვეთ მისგან.

გიორგი მიქაუტაძე ძალიან კარგად თამაშობს, შესანიშნავი თვისებები აქვს და იმედია, გასული მატჩების განმავლობაში არსებული სათამაშო ფორმის გაგრძელებას მოახერხებს", - ამბობს მარსელინო.

გიორგი მიქაუტაძეს ვილიარეალის შემადგენლობაში ამ სეზონში 21 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული.

25 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდს ლა ლიგაში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ 41 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს. უახლოეს მდევარ მადრიდის რეალთან ჩამორჩენა 4 ქულა გახლავთ, მაგრამ მიქაუტაძის გუნდს მეტოქეზე მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. შემდეგი მატჩი ვილიარეალმა 17 იანვარს, ბეტისთან სტუმრად უნდა გამართოს.

სხვა სტატიები