Belive

შემადგენლობა ცნობილია | 19-წლამდელთა ნაკრები შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება

5 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ცნობილია.

მატჩები თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ჩვენი გუნდის მეტოქეები მონტენეგროსა და ისლანდიის ნაკრები გუნდები იქნებიან.

ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: დაჩი ჩოჩოშვილი (დინამო თბილისი), საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: საბა მარსაგიშვილი (იბერია 1999), შოთიკო დიაკონიძე (დინამო თბილისი), ანდრია ნიჟარაძე (დინამო თბილისი), მათე შათირიშვილი (წყალტუბოს სამგურალი), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი).

ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), ნიკოლოზ შალიკიანი (იბერია 1999), კობა კაკაშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), თენგო ნებულიშვილი (იბერია 1999), საბა ჩხეტიანი (წყალტუბოს სამგურალი), ნიკოლოზ ბარიხაშვილი-შეყლაშვილი (ოსასუნა, ესპანეთი).

თავდამსხმელები: ნიკოლოზ სილაკაძე (დინამო თბილისი), დავით მელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი).

ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.

სხვა სტატიები