სენტ-ტრუიდენის მწვრთნელი: "იბერია კარგ, გამბედავ ფეხბურთს თამაშობს"
13 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
სენტ-ტრუიდენის მთავარი მწვრთნელი, ფრედერიკ დე მეიერი, უეფას კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის საწყისი ტურის მატჩში, იბერია 1999-თან მატჩის წინ საუბრობს.
"ეს კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ეს ისტორიული მომენტია კლუბის, გულშემატკივრებისა და ქალაქისთვის. ყველას დიდი სურვილი და შიმშილი აქვს, რომ კონფერენს ლიგის ეს პირველი მატჩი დაიწყოს. ამ მოტივაციას მოედანზეც დაინახავთ ხუთშაბათს საღამოს.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ლამაზი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ, განსაკუთრებით აქ, ჩვენს სტადიონზე. დავტკბეთ ამ მომენტით ფანებთან ერთად და ვეცადოთ, თითოეული მატჩი ქულების ასაღებად ვითამაშოთ, მით უმეტეს შინ. მოლოდინები ძალიან მაღალია. თავდაჯერებულად უნდა ვითამაშოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში რთული პერიოდი გვაქვს.
იბერია 1999 არის გუნდი, რომელიც კარგად თამაშობს ფეხბურთს, ბურთთან დიდი გაბედულებით. რამდენიმე ფლანგელ მოთამაშეს და ნახევარმცველს რეალურად კარგი ხარისხი აქვს. ახალ მწვრთნელს მაღალი პრესინგით თამაში უყვარს", - ამბობს ფრედერიკ დე მეიერი.
იბერია 1999 ევროპული ტურნირის ფინალურ ეტაპზე სადებიუტო შეხვედრას 15 ოქტომბერს ბელგიაში, სტუმრად გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.