Belive

საუკეთესოებს შორის: ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტთა მოკლე სიაშია

6 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული მედია საშუალებები საქართველოს ნაკრების ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, ოქროს ბურთის მოგების ნომინანტთა მოკლე სიაში განიხილავენ.

სხვადასხვა პლატფორმა 24 წლის ვარსკვლავს ხუთეულში და ხუთეულის სიახლოვეს ასახელებს.

Goal.com: (მეშვიდე ადგილი): "ხვიჩა კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე პასების სტატისტიკა სრულფასოვნად არ გამოხატავს მისი თამაშის დონეს ამ სეზონში. ქართველმა ვარსკვლავმა ორი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატის მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა და პსჟ-ს მიერ ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ევროპული ფეხბურთის მთავარი ტურნირის გადამწყვეტ ეტაპზე რამდენიმე შთამბეჭდავი მომენტი, განსაკუთრებით მისი შესანიშნავი გოლი მეოთხედფინალში, ასტონ ვილასთან, ოქროს ბურთის ამომრჩევლების ყურადღებას იპყრობს და საუკეთესოთა შორის მოხვედრა თითქმის გარანტირებულია";

theguardian (მეექვსე ადგილი): "ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი ნეაპოლში დაიწყო და ქართველს შეუძლია, რომ ახლა ორი ქვეყნის ჩემპიონობა აღნიშნოს. მან ასევე ჩემპიონთა ლიგის თასი ასწია. ყველამ დიდი ხანია იცის, კვარას თვისებების შესახებ, მას შეუძლია, რომ ორივე ფლანგიდან გაასწროს მეტოქეებს, გადაადგილდეს და ნებისმიერი მეკარის თითები გამოცადოს. კვარაცხელიამ პსჟ-ს ევროპულ ფეხბურთში დამატებითი ღირებულება მოუტანა და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა";

Bleacher Report Football ხვიჩა კვარაცხელიას მეხუთე პოზიციაზე აყენებს.

ოქროს ბურთის გამარჯვებული 2025 წლის 22 სექტემბერს დაჯილდოვდება.

სხვა სტატიები