Belive

'სადაც შევხვდები ჩემ წილ ქართულ პასუხს იქ გავცემ' | ბექაურმა დვალიშვილს მიმართა

18 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მერაბ დვალიშვილს აბუ დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები თავს დაესხნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დვალიშვილს ნურმაგომედოვი და მისი 6 გუნდელი ესხმის თავს - საპირისპიროდ მერაბმა და 21 წლის საბა ლაზიშვილმა მათ ღირსეული პასუხი დაუბრუნეს და ბოლომდე იბრძოლეს.

ამ ფაქტის შემდეგ, მერაბ დვალიშვილს სოციალურ ქსელებში სოლიდარობას და თანადგომას UFC-ს ლეგენდები და ცნობილი სპორტსმენები უცხადებენ - ერთ-ერთი მათგანი, 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურია.

'ნეტა მანდ ვყოფილიყავი!

მერაბ საბა თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე! ისეთი პასუხი გაეცით როგორიც შეგვეფერება! შეიძლება რიცხვობრივად ცოტა ვიყოთ მაგრამ ჩვენ ქართულ გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებთ!

მაგ ტურებს სადაც შევხვდები ჩემ წილ ქართულ პასუხს იქ გავცემ! მერაბ შენთან ვართ!' - ლაშა ბექაური

გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილზე ლაჩრული თავდასხმის შემდეგ უსმან ნურმაგომედოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

სხვა სტატიები