ტატო მოსახლიშვილი: "მერაბ, საბა - ძალიან მწყდება გული, რომ თქვენს გვერდით არ ვიყავი"
მერაბ დვალიშვილს აბუ დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები თავს დაესხნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დვალიშვილს ნურმაგომედოვი და მისი 6 გუნდელი ესხმის თავს - საპირისპიროდ მერაბმა და 21 წლის საბა ლაზიშვილმა მათ ღირსეული პასუხი დაუბრუნეს და ბოლომდე იბრძოლეს.
ამ ფაქტის შემდეგ, მერაბ დვალიშვილს სოციალურ ქსელებში სოლიდარობას და თანადგომას UFC-ს ლეგენდები და ცნობილი სპორტსმენები უცხადებენ. ერთ-ერთი მათგანი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდისტი - ტატო (ტრისტან) მოსახლიშვილია.
'მთელი გულით მწყდება გული, რომ ამ დროს თქვენ გვერდით არ ვიყავი მერაბ საბა არ იცით, როგორ მინდოდა იქ ვყოფილიყავი და ჩემი ძმების გვერდით დავმდგარიყავი.
21 წლის საბა ორი ქართველი, რომლებმაც რთულ სიტუაციაში ღირსეულად დაიჭირეს თავი. საბა შენ გენაცვალე მარჯვენაში.
ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ სპორტსმენისთვის ბრძოლას თავისი წესი და ღირსება აქვს. სპორტი რინგზე და ტატამზე უნდა წყდებოდეს და არა ზურგს უკან, რიცხობრივი უპირატესობით.
მერაბ, საბა, თქვენ გვერდით ვარ მთელი გულით. საქართველო თქვენთანაა."
- ტატო მოსახლიშვილი
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში სწორედ იმიტომ იმყოფებოდა, რომ 14 ნოემბერს RAF-ის შეჯიბრზე ბრაზილიელ - მარლონ მორაეშთან უნდა იბრძოლოს.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილს და ზვიად ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი თავს დაესხა. უსმანი მარტო არ იმყოდებოდა, მას კიდევ 7 კაცი ახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღესტნელებიც ციხეში არიან და 2-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.