ალექსანდერ ვოლკოვი: "ვერაფრით ვხვდები, რა გამართლება აქვს ამ საქციელს"
მერაბ დვალიშვილს აბუ დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები თავს დაესხნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დვალიშვილს ნურმაგომედოვი და მისი 6 გუნდელი ესხმის თავს - საპირისპიროდ მერაბმა და 21 წლის საბა ლაზიშვილმა მათ ღირსეული პასუხი დაუბრუნეს და ბოლომდე იბრძოლეს.
ამ ფაქტის შემდეგ, მერაბ დვალიშვილს სოციალურ ქსელებში სოლიდარობას და თანადგომას UFC-ს ლეგენდები და ცნობილი სპორტსმენები უცხადებენ.
საინტერესო კომენტარი გააკეთა, UFC-ს რუსმა მებრძოლმა - ალესანდრ ვოლკოვმა, რომელმაც თავისი თანამემამულეების საქციელი არ მოიწონა.
„ვფიქრობ, ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება გააკეთო, კამერების წინ ქუჩის ჩხუბში გახვევაა.
თუ ვინმესთან საუბარი გსურს, ჩხუბში გამოწვევა ან უთანხმოების მოგვვარება... ჩემს ახალგაზრდობაში, ყოველ შემთხვევაში ჩემს წრეში, უბრალოდ მივუახლოვდებოდით ადამიანს, გავიყვანდით გარეთ და იქ ვილაპარაკებდით.
მაგრამ ამას არ აკეთებ ისეთ ადგილას, სადაც ხალხს შეუძლია მაშინვე გაგაშველოთ და სადაც ყველაფერი იწერება, რადგან ასეთ სიტუაციაში აგრესორი ყოველთვის ცუდ შუქში გამოჩნდება.
ასე რომ, მართლაც ვერ ვხვდები, რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს.“ - ალექსანდრ ვოლკოვი
🚨Alexander Volkov on the scuffle between Usman Nurmagomedov and Merab Dvalishvili:
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) November 12, 2026
“I think the worst thing you can do is get into a street fight in front of cameras.
If you want to talk to someone, challenge someone to a fight, or settle your differences with them... Back in… pic.twitter.com/Pfg5FpRJPf
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში სწორედ იმიტომ იმყოფებოდა, რომ 14 ნოემბერს RAF-ის შეჯიბრზე ბრაზილიელ - მარლონ მორაეშთან უნდა იბრძოლოს.