"საბა გოგლიჩიძე უდინეზეს ფეხბურთელია" - ჯანლუკა დი მარციო
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე უდინეზემ ემპოლიდან 4 მილიონ ევროდ შეიძინა, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
წყაროში ასევე აღნიშნულია, რომ უდინეზემ მომავალი სეზონისთვის მნიშვნელოვანი ტრანსფერი დაასრულა, იტალიის სერია A-ს გუნდი საბას 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, ის უდინეზეში 2030 წლამდე დარჩება.
ეს მნიშვნელოვანი ტრანსფერი იქნება უდინეზეს მთავარი მწვრთნელისთვის, რომელსაც დაცვაში კიდევ ერთი მოთამაშე ეყოლება. საბა გოგლიჩიძე ასევე იყო კალიარის ინტერესის საგანი. ის ახალგაზრდა ქართველი ტალანტია, რომელიც იტალიაში 2024 წლის იანვარში ქუთაისის ტორპედოდან ჩავიდა. მან გასულ სეზონში სერია A-ში 33 მატჩი ჩაატარა (+3 იტალიის თასზე) და სწრაფად გახდა ემპოლის დაცვის ხაზის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. ახლა მას შანსი აქვს, რომ უდინეზესთან ერთად სახელი გაითქვას. - ჯანლუკა დი მარციო - ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი
Colpo @Udinese_1896: arriva Goglichidze per 4 milioni dall'@EmpoliFC
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) August 2, 2025
უდინეზემ გასული 2024/25 წლების სეზონი სერია A-ში მე-12 ადგილზე დაასრულა. ემპოლიმ კი მე-18 პოზიცია დაიკავა და სერია B-ში დაქვეითდა.