Belive

საბა გოგლიჩიძის პირველი სრული მატჩი უდინეზეს შემადგენლობაში | შეფასება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში საბა გოგლიჩიძის უდინეზე კალიარის დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა თავის ახალ კლუბში პირველივე წუთიდან პირველად დაიწყო თამაში და მატჩიც სრულად ჩაატარა.

საბა გოგლიჩიძემ 2-ჯერ მოიგერია შეტევა და მეტოქეს მომენტი არ შეაქმნევინა, 3-ჯერ ჩაჭრა, ართმევის მცდელობა 2-ჯერ ჰქონდა, 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გაიმარჯვა, ბურთს 80-ჯერ შეეხო, 67-დან 57 გადაცემა ზუსტად შეასრულა (85%) და კარისკენ ერთხელ დაარტყა.

ქართველი ფეხბურთელის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 7.3

  • Flashcore - 6.7

  • Whoscored - 6.6

იტალიის სერია A-ს ცხრილში უდინეზეს 8 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა (2 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი კრემონეზეს წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 20 ოქტომბერს 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები