Belive

"ბედნიერი ვარ და იმედია კიდევ უფრო მეტს ვითამაშებ" - გოგლიჩიძე კრემონეზესთან მატჩის შემდეგ საუბრობს

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში, კრემონეზესთან გამართული მატჩის შემდეგ (1:1), საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა გოგლიჩიძე უდინეზეს ვებგვერდთან საუბრობს.

"რთული მატჩი გამოდგა, რომელშიც ქულა ავიღეთ. გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ მეტოქის სტადიონიდან ქულის წამოღებაც კარგი შედეგია.

ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან გასული ორი მატჩის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობიდან ვითამაშე. კაბასელესა და სოლეტთან ერთად თამაში საქმეს მიადვილებს, ამიტომ მათ მადლობას ვუხდი.

მთავარია, რომ ასე გავაგრძელოთ, იმედი მაქვს კიდევ უფრო მეტს ვითამაშებ", - ამბობს 21 წლის ქართველი ცენტრალური მცველი.

7 ტურის შემდეგ უდინელებს 9 ქულა აქვთ და მე-11 პოზიციას იკავებენ, შემდეგ მატჩს კი 25 ოქტომბერს, ლეჩესთან გამართავენ.

სხვა სტატიები