რუი ჟორჟე: ''საქართველო დიდი ნაკრებია, რომელსაც უზარმაზარი გული აქვს''
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებთან უეფას ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის შემდეგ, პორტუგალიის ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი, რუი ჟორჟე პრესკონფერენციას მართავს.
„დღეს თამაშის დასაწყისში ქართველების მცველის გაძევებამ ცხადია თამაშზე გავლენა მოახდინა, მერე კი დროულად გავხსენით ანგარიში და უპირატესობა ხელიდან აღარ გაგვიშვია.
ჩვენ ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ შეხვედრა სასურველი შედეგით დავასრულეთ. ახლა მზად ვართ, პლეი-ოფში ნებისმიერ გუნდს შევხვდეთ. ტურნირის მსვლელობისას პორტუგალიის ახალგაზრდული უკეთ და უკეთ გამოიყურებოდა და იმედია, პლეი-ოფშიც ასე მოხდება.
მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა, პირიქით, ახლა მოგვიწევს უფრო კარგად თამაში, რადგან უფრო და უფრო რთული მეტოქეები გველის.
საქართელოს ნაკრები ინდივიდუალურად კი არა, გუნდურად ვაფასებ, ეს დიდი ნაკრებია, რომელსაც უზარმაზარი გული აქვს. კონკრეტულად მოთამაშეებზე საუბარი კი არ მიყვარს. საქართველოს ნაკრები დიდი გუნდია დიდ მწვრთნელთან ერთად“. - ამბობს რუი ჟორჟე.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში პორტუგალიასთან 0:4 დამარცხდა. რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფში 3 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და ტურნირს გამოეთიშა.