arsenalinsider: "კვარაცხელიას ტრანსფერი არსენალს პრემიერ ლიგას რეგულარულად მოაგებინებს"
12 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ლონდონის არსენალის შესახებ მომუშავე arsenalinsider ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ "მეთოფეების" ინტერესის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
"ხვიჩა კვარაცხელია არსენალში: ტრანსფერი, რომელიც "მეთოფეებს" ახალ დონეზე აიყვანს.
არსენალი ისედაც სავსეა ხარისხიანი ფეხბურთელებით, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციური ტრანსფერი რეალურად კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას.
ვრცელდება ხმები, რომ არსენალი მზადაა, ამ ზაფხულს კვარაცხელიას ტრანსფერზე დიდი თანხა დახარჯოს, რადგან ისინი ახალი გარემარბის ძიებაში არიან.
ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მოთამაშეთაგან, რომლებსაც შეუძლიათ არსენალის სასტარტო თერთმეტეულის გაუმჯობესება. მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით არსენალის შემადგენლობაზე დახარჯული თანხებით, გუნდი უკვე იმ ეტაპზეა, რომ თუ ვინმეს ძირითადი შემადგენლობის წევრად გახდომა სურს, უმაღლესი ხარისხი უნდა ჰქონდეს. როდესაც ვუყურებთ ხვიჩა კვარაცხელიას, ის ზუსტად ასეთია.
ნაპოლიში ნაჩვენები უმაღლესი დონის სტაბილური თამაშის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-მ 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. იმ სეზონში კვარაცხელიამ როგორც ნაპოლიში, ასევე პსჟ-ში 51 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. რა თქმა უნდა, სეზონი ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაგვირგვინდა, სადაც კვარაცხელიამ ამ უზარმაზარი ტრანსფერის შესაბამისი თამაში აჩვენა.
კვარაცხელიაში უფრო შთამბეჭდავი და არსენალისთვის მიმზიდველი მიზეზი მისი გამძლეობაა. კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები, რომლებსაც ასეთი სიმტკიცე აქვთ, პრემიერ ლიგისთვის მზად არიან. გარდა ამისა, გაბრიელ მარტინელისა და ლეანდრო ტროსარის მომავალთან დაკავშირებული ბჭობის გათვალისწინებით, არსენალის შეტევის მარცხენა ფლანგზე ადგილი შესაძლოა თავისუფალი იყოს.
ვინისიუს ჟუნიორის შემდეგ თავის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშეა და თუ არსენალი ამ ტრანსფერს შეათანხმებს, ეს მათ პრემიერ ლიგის რეგულარულად მოგების საშუალებას მისცემს", - წერს arsenalinsider.
გასული დღეების განმავლობაში, ბრიტანულ მედიაში აქტიურად საუბრობენ, რომ პრემიერ ლიგის გრანდებს, ლონდონის არსენალს, ლივერპულსა და მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულში ქართველი ვარსკვლავის დამატების მცდელობა ექნებათ.
ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში 8 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.