Belive

ვილი სანიოლი: "წარმატების შანსი ნებისმიერი ტაქტიკური მონახაზის არჩევის შემთხვევაში გვექნება"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყისი ორი ტურის მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრების შესახებ საუბრობს.

"როცა ფეხბურთელი კარიერას ასრულებს, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ამავე დროს ახალი ეტაპის დასაწყისი. ვულოცავ ნიკა კვეკვესკირს ბრწყინვალე კარიერას და მადლობას ვუხდი მას საბერძნეთის ნაკრებთან გატანილი გადამწყვეტი პენალტისთვის და კარიერისთვის. ამიერიდან, ის ჩვენს სამწვრთნელო გუნდს შემოუერთდება,

ხშირად ვამბობ, რომ შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგად შევასრულოთ საკუთარი მიზნები და დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. სექტემბრის მატჩები ყოველთვის შედარებით უფრო რთულია, რადგან სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ წარმატების პოტენციალი ნამდვილად არსებობს.

ჩემთვის ტაქტიკურ არჩევანზე მეტად ისაა მნიშვნელოვანი, ფეხბურთელები, რომლებიც ამ შეკრებაზე შანსს მიიღებენ, დავალებებს როგორ შეასრულებენ და ამის შემდეგ, დარჩენილ შეხვედრებში გადავწყვეტთ, თუ რა ფორმაციით ვითამაშებთ დაცვასა და შეტევაში. ნებისმიერი ტაქტიკური მონახაზის შემთხვევაში, წარმატების შესაძლებლობა გვაქვს.

საქართველოს ნაკრებში ჩემი მოსვლის დღიდან, ვცდილობ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი ხშირად მივცე, ახლაც ასეა: ნოდარ ლომინაძე და გიორგი აბუაშვილი. 21-წლამდელთა ნაკრებიდან სხვა ფეხბურთელებსაც ვაკვირდებით, მაგალითად გიორგი კვერნაძე და ლუკა გაგნიძე, მათ შანსი მომავალში მიეცემათ. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. - ამბობს ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრები სექტემბერში ორ მატჩს გამართავს: 4 რიცხვში თურქეთის, ხოლო 7-ში ბულგარეთის ნაკრებთან, ორივე შეხვედრა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უნდა გაიმართოს.

სხვა სტატიები