Belive

ოთარ კიტეიშვილი შტურმის მდგომარეობაზე: "ზუსტად არ ვიცით რა, მაგრამ რაღაც ნამდვილად გვაკლია"

18 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი უეფას ევროპა ლიგის ლიგის ფაზის მეექვსე ტურში, გრაცის შტურმთან ერთად, ცრვენა ზვეზდასთან წაგების შემდეგ (0:1) საუბრობს.

"ზოგჯერ ძნელია იმის ზუსტად თქმა, თუ რა, მაგრამ გუნდს რაღაც ნამდვილად აკლია. ფაქტია, რომ ეს ხდება და უნდა გავარკვიოთ, რატომ და დავრწმუნდეთ, რომ აღარ განმეორდება.

რთულია, ბევრ თამაშს ვაგებთ და მდგომარეობა არ უმჯობესდება, პირიქით სულ უფრო და უფრო მეტად უარესდება. მეტს ვერაფერს ვიტყვი", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

ავსტრიის გასული ორი სეზონის ჩემპიონ გუნდს უეფას რანგით მეორე ტურნირის ლიგის ფაზაში 6 ტურის შემდეგ დაგროვებული 4 ქულით 29-ე პოზიცია უკავია და შემდეგ ეტაპზე გასასვლელ ზონას 3 ქულით ჩამორჩება. შემდეგ მატჩს ქართველი ფეხბურთელის გუნდი 2026 წლის 22 იანვარს, როტერდამის ფეიენოორდთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები