Belive

რომან დოლიძის გამარჯვება ჯეკ ჰერმანსონის წინააღმდეგ | VIDEO

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

UFC Orlando-ზე ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით, ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლაში რომანის მოწინააღმდეგე ფავორიტად ითვლებოდა.

თავდაპირველად ჰერმანსონის მეტოქე დერეკ ბრანსონი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს უკანასკნელი ბრძოლას ჩაეხსნა.

ნორვეგიელი მებრძოლი საშუალო წონის მერვე ნომერია და მისი დამარცხებით რომანი რეიტინგში საგრძნობლად წაიწევს. 2023 წელს უნდა ველოდოთ, რომ ქართველ მებრძოლს უკეთესი მოწინააღმდეგეები ეყოლება.

ეს რომანის ზედიზედ მესამე ვადაზე ადრე გამარჯვებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰერმანსონი, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ვადაზე ადრე მეორედ დამარცხდა.

შეგახსნებეთ, რომ 2022 წლის დასრულებმადე ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი ჩაატარებს. 10 დეკემბერს ოქტაგონზე ილია თოფურია გამოვა, რომლის მეტოქე ბრაის მიტჩელი იქნება.

სხვა სტატიები