UFC 323 | მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პირისპირ დგომი
UFC 323-ის დაწყებამდე 24 საათზე ნაკლებია დარჩენილი. ღონისძიების მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა მერაბ დვალიშვილმა და პიოტრ იანმა წონა წარმატებით ჩააბარეს და მოგვიანებით მათი პირისპირ დგომიც შედგა.
დვალიშვილისა და იანის ჩხუბი 7 დეკემბერს გამთენიისას დაიწყება. ამ დაპირისპირების სასურველი შედეგით დასრულების შემთხევაში, მერაბი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს და გახდება პირველი, ვინც ერთ კალენდარულ წელში 4 საჩემპიონო ბრძოლა მოგებით დაასრულა.
I’m ready for war tomorrow 🦾🇬🇪🇺🇸⚔️ pic.twitter.com/gPp1GV3sY4
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) December 6, 2025
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი 2024 წელს შონ ო'მალის დამარცხებით მოიპოვა. მანქანამ 2025 წელს ქამარი სამჯერ (ნურმაგომედოვი, ო'მალი 2, სენდჰეგენი) დაიცვა და ახლა ისტორიის დასაწერად ემზადება.
მერაბ დვალიშვილს UFC-ში ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერიის მე-3 საუკეთესო შედეგი (14) და ყველაზე მეტი წარმატებული გდების რეკორდი (117) ეკუთვნის.