რობი კინთან: ანზორ მექვაბიშვილის დამატებით უნგრეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ინტერესდება
საქართველოს ნაკრებისა და რუმინული "კრაიოვას" ცენტრალური ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის დამატებით უნგრული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი და წარმატებული გუნდი, "ფერენცვაროში" ინტერესდება.
უნგრული და რუმინული მედიის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის დამატება ბუდაპეშტურ, 35-გზის ჩემპიონს სურს, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვეტერანი ირლანდიელი ფეხბურთელი, რობი კინია.
Digi Sport-ის ინფორმაციით, ამავე დროს, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება "ფერენცვაროშთან" ერთად, პოლონურ "კრაიოვას" სურს, რომლის კაპიტანიც ახლა ოთარ კაკაბაძე გახლავთ.
"ფერენცვაროშის" შემადგენლობაში ორ ქართველ ფეხბურთელს ლაშა დვალსა და გიორგი ხარაიშვილს აქვთ ნათამაშები.
ანზორ მექვაბიშვილს, რომელიც "დინამო თბილისის" აღზრდილია, "კრაიოვას" შემადგენლობაში 2024 წლის იანვარში გადასვლის შემდეგ 51 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული.