Belive

ჰამბურგმა დრამატული მატჩი მოიგო: რა შეფასება დაიმსახურა გოჩოლეიშვილმა შტუტგარტთან შეხვედრაში?

4 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ფლანგის ფეხბურთელის, გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგმა გერმანიის ბუნდესლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი დრამატული სცენარით მოიგო.

ჩრდილოეთგერმანელები საშინაო კედლებში, ვოლკშპარკსატდიონზე შტუტგარტს მასპინძლობდნენ და მე-17 წუთიდან რობერტ გლაცელის გოლით იგებდნენ. 54-ე წუთზე დენის უნდავმა გათანაბრება შეძლო და ბადენ-ვიუნტერბერგელები ქულის მოპოვებასთან ახლოს გახლდნენ, მაგრამ ქართველის გუნდმა, რომელიც 81-ე წუთიდან 10 ფეხბურთელის შემადგენლობით თამაშობდა, გამარჯვება მეოთხე დამატებულ წუთზე ფაბიო ვიეირას გოლით მოახერხა.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი მატჩში 67-ე წუთიდან ჩაერთო და მოედანზე 30 წუთი გაატარა. ამ დროში ის ბურთს 12-ჯერ შეეხო, ერთხელ კარისკენ დაარტყა, ერთხელ დაჯარიმდა და 7-დან 5 ზუსტი პასი ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელის მარგი ქმედების ამსახველი კოეფიციენტი 6.6-ს გაუტოლდა.

ჰამბურგი 12 ტურის შემდეგ დაგროვებული 12 ქულით ბუნდესლიგაში მე-13 პოზიციას იკავებს და შემდეგი მატჩი 7 დეკემბერს, ბრემენის ვერდერთან, სტუმრად უნდა გამართოს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები