"ეს ტრანსფერი ყველასთვის მომგებიანია" | ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის გუნდს დაუკავშირეს
7 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
foot01 წერს, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის დამატებით ლიგა 1-ის წარმომადგენელი რენი ინტერესდება.
"ბრეტონელი ინსაიდერის, ჯონათანის ინფორმაციით, რენი მართლაც სერიოზულადაა დაინტერესებული ქართველი ფეხბურთელის დამატებით.
ცოტა ხნის წინ ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულ დავითაშვილს ყველა თვისება აქვს იმისათვის, რომ ისეთ გუნდში დამკვიდრდეს, როგორიც რენია. გარდა ამისა, ბრეტონელებს აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ მწვანეების მოთხოვნები მათი ტალანტის სანაცვლოდ.
სენტ-ეტიენთან 2028 წლის ივნისამდე არსებული კონტრაქტის გათვალისწინებით, დავითაშვილმა კლუბს შესაძლოა 15 მილიონ ევრომდე მოუტანოს. ეს თანხა ფრანგული ფეხბურთის ამჟამინდელ ეკონომიკურ კონტექსტში ნამდვილად არ არის უმნიშვნელო.
მოლაპარაკებები ორ კლუბს შორის შესაძლოა მალე დაჩქარდეს. რენში დავითაშვილს ექნება შესაძლებლობა ითამაშოს ამბიციურ გუნდში, რომელიც ევროპა ლიგაზეც მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, იქ კონკურენცია ბევრად უფრო დიდი იქნება და მას საკუთარი პოტენციალის სრულად დამტკიცება უფრო მომთხოვნ გარემოში მოუწევს. ეს არის ტრანსფერი, რომლითაც ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს", - წერს foot01.
ზურიკო დავითაშვილმა სენტ-ეტიენს გასულ სეზონში ულიდერა და ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გაიყვანა, საიდანაც პლეი-ოფის ფინალში გავიდა, მაგრამ ნიცასთან (1:4) წააგო. 25 წლის ქართველ ფეხბურთელს სეზონის განმავლობაში 16 გოლი და 5 საგოლე პასი დაუგროვდა და ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა.