Belive

ბიქსენტ ლიზარაზუ: "კვარა გასაოცარია, იცავს, უტევს, მეკარეს ეხმარება, იდეალური პარტნიორია"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვეტერანი ფეხბურთელი, ბიქსენტ ლიზარაზუ, რომელიც ახლა სატელევიზიო ექსპერტის სტატუსით ხშირად ჩნდება, "პსჟ-სა" და ლონდონის არსენალის ორმატჩიანი დუელის და ხვიჩა კვარაცხელიას როლის შესახებ საუბრობს.

"პსჟ" "არსენალთან" მატჩში უკეთესი გუნდის შთაბეჭდილებას მიტოვებს. თამაში, რომელიც მათ აჩვენეს, ბრძოლის ნახევარზე მეტის მოგებას ნიშნავს. მათ ყველა დონეზე უპირატესობაში ყოფნა შეძლეს. მათ სასურველი შედეგის მისაღწევად იგივე ტაქტიკით უნდა ითამაშონ.

გუნდს ინდივიდუალურ დონეზე ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს. ასეთ შემსრულებლებს შორის არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც აქვს მენტალიტეტი, რითაც გუნდს აერთიანებს.

ეს ბიჭი ყველაფერს აკეთებს: იცავს, უტევს, იდეალური პარტნიორია და ამავე დროს, ხშირად მეკარის როლშიც კი გვევლინება. 2025 წელს მან ძალიან მაღალი დონის მატჩების სერია ჩაატარა და მეკარესთან ერთად, რომელსაც შეუძლია გადამწყვეტი ბურთების მოგერიება, დამატებითი უსაფრთხოების ფაქტორია", - ამბობს ბიქსენტ ლიზარაზუ.

ხვიჩა კვარაცხელიამ "არსენალთან", "ემირეითს სთედიუმზე" მოგებულ მატჩში უსმან დემბელეს საგოლე პასი გაუკეთა და დაცვაში ბრწყინვალე მოქმედებებით გუნდს ანგარიშის შენარჩუნებაში და საშინაო მატჩისთვის უპირატესობის (1:0) შექმნაში დაეხმარა. "პსჟ-სა" და "არსენალს" შორის საპასუხო მატჩი 7 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისა" და "პსჟ-ს" შემადგენლობაში ამ სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და მის აქტივში ასევე 9 საგოლე პასია.

სხვა სტატიები