Belive

რენტგენმა მოტეხილობა დაადასტურა - გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ტენერიფეს" 35-წლის ცენტრისთვის - გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულებულია.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გიორგი შერმადინს მუცლის მარცხენა არეში ტკივილი აწუხებდა, მოგვიანებით რენტგენი გადაუღეს, რომელზეც ნეკნის მოტეხილობა გამოჩნდა. სამწუხაროდ, ამ მიზეზით, სეზონის ბოლომდე თამაშს ვეღარ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა, ესპანეთის ჩემპიონატში კი მათ სეზონი მეექვსე პოზიციით დაასრულეს და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც კლუბს გიორგი შერმადინი ვერ დაეხმარება.

გიორგი მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მას მატჩში საშუალოდ 13.6 ქულა და 5.7 მოხსნა აქვს.

სხვა სტატიები