Belive

მსოფლიო ჩემპიონატი იწყება | დღე I - სარდალაშვილი ტიტულის დასაცავად

5 თვის წინ სხვა
2 წთ

და აი დადგა ეს დროც - ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, მხოლოდ რამდენიმე საათია დარჩენილი - 13-19 ივნისს, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

პირველ საშეჯიბრო დღეს, ტატამზე მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს - გიორგი სარდალაშვილს ვიხილავთ, რომელიც შეეცდება, რომ 2024 წლის ტრიუმფი წელსაც გაამეოროს.

უკვე ცნობილია 22 წლის ქართველის საშეჯიბრო ბადეც - სარდალა ასპარეზობას D ბადეში იწყებს, სადაც პირველ ეტაპზე მას ანგოლელი მეტოქე - ლეონარდო ბაროსი ეყოლება. ანგოლელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი, მეორე რაუნდში მისი მეტოქე, უნგრელ - მარტონ ანდრასისა და მალტელ - ჯეიმს ზაჰრას შორის გამარჯვებული იქნება.

ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომელიც სარდალაშვილს ბადეში ჰყავს, უზბეკი - ბახრომ ბოტუროვია, რომელიც 2025 წლის პარიზის გრანდ სლემის ბრინჯაოსპრიზიორია. მოკლედ რომ ვთქვათ, გიორგი სარდალაშვილს წილისყრაში საკმაოდ გაუმართლა, რაც ჩვენთვის იდეალურია.

1/2-ფინალში გასვლის შემთხვევაში საქმე სულ სხვანაირად იქნება - სარდალაშვილის მეტოქე, ან ესპანელი - ფრანცისკო გარიგოსი იქნება, ან იაპონელი - რიუჯუ ნაგაიამა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათიდან აიღებს სტარტს, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები