Belive

ორდაბასის მწვრთნელი: "გვსურს, ქალაქს და გულშემატკივარს საფეხბურთო დღესასწაული ვაჩუქოთ"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას კონფერენს ლიგის საწყისი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის ტორპედოსთან მატჩის წინ, ორდაბასის მთავარი მწვრთნელი, ანდრეი მარტინი კომენტარს აკეთებს.

"მთელი შემტევი ჯგუფისგან მაქსიმუმს ველი. არ აქვს მნიშვნელობა ლუკა იმნაძე იქნება თუ სხვა ფეხბურთელი, მთავარია გუნდმა გოლი გაიტანოს და გაიმარჯვოს. გოლს ვინ გაიტანს ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გუნდმა გაიმარჯვოს.

გუნდი კარგ ფორმაშია. ჩვენ რეგულარულად ვთამაშობთ ჩემპიონატის მატჩებს და ახლა ვიწყებთ ევროპულ ტურნირზე გამოსვლას. ბიჭები კარგად უმკლავდებიან დატვირთვას, ვარჯიშს და აღდგენას. ოპტიმიზმით ველით შეხვედრას. ჩვენი მიზანია, რომ გავახაროთ გულშემატკივრები და მთელი ქალაქი, ვაჩუქოთ მათ საფეხბურთო დღესასწაული. სწორედ ამიტომ არის ჩვენი მიზნები უმაღლესი", - ამბობს მოლდოველი სპეციალისტი.

საწყის მატჩში ქუთაისის ტორპედომ საშინაო კედლებში მეტოქეს 4:3 აჯობა, საპასუხო შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში 17 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები