Belive

ლაშა დვალი ბულგარეთის ჩემპიონატში ითამაშებს

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლაშა დვალი კარიერას ბულგარეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

Geo Team-ის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელი ბულგარულ სოფიის ცსკა 1948-ში გადავა.

ლაშა დვალი ახალ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ლაშა დვალი გასული სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტია, 3 სეზონის განმავლობაში კი კვიპროსული აპოელის ფეხბურთელი გახლდათ. კარიერის განმავლობაში მან 4-ჯერ უნგრეთის ჩემპიონატი, ერთხელ თასი, ასევე თითო-თითოჯერ კვიპროსის ჩემპიონატი და თასი მოიგო.

სხვა სტატიები