Belive

"ალისონის დაბრუნება გვიხარია, მაგრამ მამარდაშვილმა დიდი სამუშაო გასწია" - არნე სლოტი მეკარეებზე საუბრობს

14 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს.

"ყოველთვის, როცა ალისონის მსგავსი მოთამაშე ხელმისაწვდომია, ეს გუნდისთვის სასარგებლოა. ამავე დროს, გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავი სამუშაო გასწია.

გასულ მატჩებში მეტოქეებმა ცოტა მომენტი შეგვიქმნეს და შესაბამისად არც ერთ მეკარეს ბევრი საქმე არ ჰქონია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ალისონის დაბრუნება კარგი ამბავია, მაგრამ გიორგიმ დიდი სამუშაო გასწია", - ამბობს არნე სლოტი.

გიორგი მამარდაშვილს ლივერპულის შემადგენლობაში 10 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მერსისაიდული გუნდი ინგლისის ჩემპიონატში მე-10 ადგილს იკავებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში მე-9 პოზიციაზეა. შემდეგი მატჩი ქართველის გუნდმა 13 დეკემბერს, პრემიერ ლიგაში, ბრაიტონთან, საშინაო კედლებში უნდა გამართოს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები