26 მარტს, საქართველოს ნაკრები ისრაელს მიხეილ მესხის სტადიონზე შეხვდება
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 26 მარტს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, დღეს ნაკრების გვერდმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აღნიშნული მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
ამას გარდა, წინასწარი ინფორმაციით ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები ისრაელის შემდეგ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ჯვაროსნების მომდევნო მეტოქე ლიეტუვის ნაკრები იქნება. შეხვედრა 29 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება.
ასევე გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები FIFA-ს მიერ განახლებულ რეიტინგში 73-ე პოზიციაზეა, ისრაელი 77-ზე, ხოლო ლიეტუვა 146-ე ადგილს იკავებს.