Belive

"მიქაუტაძეს პრობლემები შეექმნა და ვარჯიშს გამოეთიშა" - მარსელინომ ქართველის ტრავმაზე ისაუბრა

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ შესაძლებელია ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩი ალავესის პირისპირ გამოტოვოს.

ამის შესახებ, მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი, მარსელინო საუბრობს.

"აქამდე შემადგენლობაზე არ მიფიქრია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზოგიერთ მოთამაშეს პრობლემები შეექმნა, არა მხოლოდ პაუ ნავაროს, არამედ გიორგი მიქაუტაძესაც, რომელიც რამდენიმე დღით ვარჯიშს გამოეთიშა. ამიტომ, დღეს ყველანი ვივარჯიშებთ, შევაფასებთ სიტუაციას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - ამბობს მარსელინო.

გიორგი მიქაუტაძეს ვილიარეალის შემადგენლობაში ამ სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

ვილიარეალი ლა ლიგაში ჩატარებული 27 ტურის შემდეგ, 54 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს და ალავესთან მატჩი 14 მარტს, სტუმრად უნდა გამართოს.

სხვა სტატიები