Belive

"ზუსტად ის აქვს, რაც სევილიას სჭირდება" - ქოჩორაშვილს ყოფილი მწვრთნელი აქებს

6 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი სევილასთან წარმატებულად ადაპტირდება. ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩში, ქართველი ფეხბურთელი მოედანზე ცვლილებიდან შევიდა და ვალენსიასთან მოპოვებულ გამარჯვებაში წვლილი გადამწყვეტ გოლში გაკეთებული საგოლე პასით შეიტანა.

ქართველი ფეხბრუთელის შესახებ ჟირონაში თამაშის დროს მისი ყოფილი მწვრთნელი, ნარსის პელაჩი საუბრობს.

"როდესაც მითხრეს, რომ ის სევილიაში მიდიოდა, ვიფიქრე, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ვფიქრობ, მისი ხასიათი და კლუბის ტიპი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. სევილიას ისეთი ფეხბურთელები სჭირდება, რომლებსაც პიროვნული თვისებები და ხასიათი აქვთ. არის მაისურები, რომელთა ტარებაც უფრო დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და გიორგის აქვს მენტალური ძალა, რომ ამას გაუმკლავდეს.

გიორგის ახალგაზრდული გუნდიდან ვიცნობდით, სადაც ასევე პედრო პორო თამაშობდა. ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლდათ თავისი ძლიერი ხასიათითა და მიზანსწრაფვით. მიუხედავად იმისა, რომ იმ სეზონში გავვარდით, გიორგიმ შესანიშნავი წელი ჩაატარა, გაიზარდა, ბურთებს ართმევდა და უზარმაზარი მოცულობის სამუშაოს ახორციელებდა მოედანზე.

მალევე შემიყვარდა. მიღებულ დავალებას ზუსტად ასრულებდა. ხშირად 13 კილომეტრზე მეტს ფარავდა. ყოველთვის ვთხოვდი, რომ კიდევ უფრო მეტი გაერბინა.

სევილიას სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც უკან არ დაიხევენ და გიორგი ზუსტად ასეთია. ის მაისურისთვის ბოლომდე იბრძოლებს. მას აქვს ლიდერული თვისებები, აურა და ზუსტად იცის, რა სურს", - ნარსის პელაჩი.

გიორგი ქოჩორაშვილმა სევილიას შემადგენლობაში უკვე სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ანდალუსიური გუნდი 10 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები