Belive

"მიქაუტაძემ უნდა გააცნობიეროს, რომ აიაქსის ექსპერიმენტის მსხვერპლია" - ნიდერლანდური მედია ქართველს მხარს უჭერს

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ჟურნალისტმა, სულეიმან ოზთურქმა საქართველოს ნაკრების და ამსტერდამის "აიაქსის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

Voetbal International-ის ჟურნალისტმა ქართველ თავდამსხმელს მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ გუნდში მისი სათამაშო დროის პრაქტიკულად არარსებობა არა ფეხბურთელის, არამედ ხელმძღვანელობისა და მწვრთნელის არასწორი გადაწყვეტილებების ბრალია.

"კარგია, რომ გიორგი მიქაუტაძეს არ ესმის ყველაფერი, რასაც მასზე ამბობენ. ამ ბიჭს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, რომ ის ღია სიტუაციაში აღმოჩნდა და მონაწილეობს რთულ ექსპერიმენტში, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი თავად არის.

წინა სეზონში მიქაუტაძე "მეცის" სენსაცია იყო და ნამდვილად შეეძლო, რომ საფრანგეთის რამდენიმე ცნობილ გუნდში გადასულიყო, თუმცა არჩევანი "აიაქსის" სახელსა და დიდებაზე გააკეთა. ის სვენ მისლინტატმა აცდუნა, ისე რომ არ გააცნობიერა, როგორ გველის ორმოში აღმოჩნდებოდა.

მასში ეჭვი პირველი დღიდანვე ეპარებოდათ და ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ ის საფრანგეთის მეორე ლიგიდან მოვიდა. სექტემბრის დასაწყისში "ფორტუნა სიტარდთან" ერთი ცუდი მატჩის გამო ჩამოწერეს. მიუხედავად იმისა, რომ მან ბოლო ორი წლის განმავლობაში საინტერესო პროგრესი აჩვენა და 22 წლის ტალანტია, რომელსაც რაიმე ღირებულის შექმნა მართლაც შეუძლია", - თქვა ოზთურქმა.

მიქაუტაძეს, რომელმაც ოქტომბრის სანაკრებო შეკრების დროს ორ მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა, "აიაქსში" მხოლოდ სამ შეხვედრაში მიეცა თამაშის შესაძლებლობა და აქედან მხოლოდ ერთში აღმოჩნდა ძირითად შემადგენლობაში.

სხვა სტატიები