Belive

მიქაუტაძე: "მე ლიონში დავიბადე და მინდა კლუბისთვის მაქსიმალური გავიღო"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლიგა 1-ის პირველ ტურში გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ ფრანგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო.

ინტენსიური მატჩი გამოვიდა, შანსები ორივე კართან იყო. ვფიქრობ როგორც შეტევაში ასევე დაცვაში გუნდურად კარგად ვიმუშავეთ. ანგარიში მხოლოდ 0:1-ია, თუმცა ვფიქრობ ორი გოლით მეტი უნდა გაგვეტანა. ერთი მე და მეორე ის მომენტი, როდესაც მეკარემ ბურთი ფეხით მოიგერია. საბოლოო ჯამში კარგია, რომ ეს ანგარიში შევინარჩუნეთ -

გიორგის კითხვა ალექსანდრ ლაკაზეტზეც დაუსვეს, რაზეც მიქაუტაძემ ასე უპასუხა

მას მადლობა მინდა ვუთხრა, მატჩამდე მომწერა და მითხრა: ახლა შენი ჯერია, რომ ლიონში ისტორია დაწერო. ვგრძნობ რომ პირველი ფორვარდი ვარ, რაც მავალდებულებს რომ გუნდისთვის გადამწყვეტი მოქმედებები განვახორციელო, როგორც დღეს. -

გიორგის ასევე კორენტინ ტოლისოსა და ქალაქ ლიონზეც ჰკითხეს

მე და კორენტინი ბევრს ვმუშაობთ ვარჯიშებზე, ერთმანეთთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და საბოლოო ჯამში ეს მოედანზეც აისახება. ის კაპიტანია და მოედნის გარდა გასახდელშიც მნიშვნელოვანია.

მე ლიონელი ვარ, ერთ-ერთი აქაური - ამ ქალაქში დავიბადე და მინდა ამ კლუბს ვულიდერო. - განაცხადა მიქაუტაძემ

მომდევნო მატჩს ლიონი 23 აგვისტოს, შინ, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის მეცთან გამართავს.

სხვა სტატიები