Belive

მერაბ შარიქაძე: 'თვითონ გადაიღეს და დადეს ორმა კაცმა როგორ შეაშინა და ცემა 8 კაცი'

4 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მერაბ დვალიშვილს აბუ დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები თავს დაესხნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დვალიშვილს ნურმაგომედოვი და მისი 6 გუნდელი ესხმის თავს - საპირისპიროდ მერაბმა და 21 წლის საბა ლაზიშვილმა მათ ღირსეული პასუხი დაუბრუნეს და ბოლომდე იბრძოლეს.

ამ ფაქტის შემდეგ, მერაბ დვალიშვილს სოციალურ ქსელებში სოლიდარობას და თანადგომას UFC-ს ლეგენდები და ცნობილი სპორტსმენები უცხადებენ. ერთ-ერთი მათგანი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი - მერაბ შარიქაძეა.

“თვითონ გადაიღეს და დადეს 2-მა კაცმა, როგორ შეაშინა და ცემა 8 კაცი. მარა ნუ ხო, 8 ძაან ცოტაა, 20 რო ყოფილიყვნენ, მაშინ შედარებუთ გულზე იქნებოდნენ. ჩემი მხარდაჭერა და დიდი სოლიდარობა მერაბსა და საბას.” - მერაბ შარიქაძე

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში სწორედ იმიტომ იმყოფებოდა, რომ 14 ნოემბერს RAF-ის შეჯიბრზე ბრაზილიელ - მარლონ მორაეშთან უნდა იბრძოლოს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილს და ზვიად ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი თავს დაესხა. უსმანი მარტო არ იმყოდებოდა, მას კიდევ 7 კაცი ახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღესტნელებიც ციხეში არიან და 2-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

სხვა სტატიები