ჯარიმა ან პატიმრობა - რა სასჯელი ელით მერაბ დვალიშვილზე თავდამსხმელებს?!
მერაბ დვალიშვილს აბუ დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები თავს დაესხნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დვალიშვილს ნურმაგომედოვი და მისი 6 გუნდელი ესხმის თავს - საპირისპიროდ მერაბმა და 21 წლის საბა ლაზიშვილმა მათ ღირსეული პასუხი დაუბრუნეს და ბოლომდე იბრძოლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილზე ლაჩრული თავდასხმის შემდეგ უსმან ნურმაგომედოვი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
საინტერესოა თუ რა სასჯელი ელით მერაბ დვალიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ ადამიანებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების სისხლის სამართლის კოდექსის (ფედერალური კანონი №31) 390-ე მუხლის თანახმად, უსმან ნურმაგომედოვსა და ყველა იმ პირს, რომლებიც მერაბ დვალიშვილზე ძალადობაში მონაწილეობდნენ, შესაძლოა 1 წლამდე პატიმრობა ან დაახლოებით 2 700 დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.
კანონის გამოყენება შესაძლებელია მერაბ დვალიშვილის საჩივრის (განცხადების) გარეშეც, მხოლოდ ვიდეომტკიცებულებებზე დაყრდნობით.
პოლიცია ამჟამად დაკითხვას უტარებს როგორც უსმანს, ასევე ინციდენტში მონაწილე სხვა პირებს. თუ პოლიცია მის დანაშაულს დაადგენს, მას აღნიშნული სასჯელი დაემუქრება.
გარდა ამისა, 392-ე მუხლის თანახმად, სამი ან მეტი პირისგან შემდგარი ჯგუფის მიერ განხორციელებული თავდასხმა დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.
😳 Usman Nurmagomedov could face up to one year in prison or a fine of approximately $2,700 under Article 390 of UAE Federal Law No. 31 on Crimes and Penalties.
— Home of Fight (@Home_of_Fight) November 11, 2026
The law can be applied WITHOUT a complaint from Merab Dvalishvili, based solely on video evidence.
Police are… pic.twitter.com/ugKkiozNpz