რენატო მოიკანო: "არაკაცური საქციელია - ასეთ ქმედებას შესაბამისი სასჯელი უნდა მოჰყვეს"
მერაბ დვალიშვილს აბუ დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები თავს დაესხნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დვალიშვილს ნურმაგომედოვი და მისი 6 გუნდელი ესხმის თავს - საპირისპიროდ მერაბმა და 21 წლის საბა ლაზიშვილმა მათ ღირსეული პასუხი დაუბრუნეს და ბოლომდე იბრძოლეს.
ამ ფაქტის შემდეგ, მერაბ დვალიშვილს სოციალურ ქსელებში სოლიდარობას და თანადგომას UFC-ს ლეგენდები და ცნობილი სპორტსმენები უცხადებენ. ერთ-ერთი მათგანი, UFC-ს ბრაზილიელი მებრძოლი - რენატო მოიკანოა.
"ადამიანს 10 კაცით მიუვარდე და ზურგიდან დაარტყა მიუღებელია. თუ ვინმესთან პრობლემა გაქვს, დაურეკე და დაელაპარაკე. და თუ საქმე ჩხუბამდე (ხელჩართულ დაპირისპირებამდე) მივა, ეს ერთი-ერთზე უნდა მოხდეს და არა ასე არაკაცურად.
ასეთ საქციელს შესაბამისი შედეგები და სასჯელი უნდა მოჰყვეს და ვიმედოვნებ, რომ ასეც მოხდება..." - რენატო მოიკანო
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში სწორედ იმიტომ იმყოფებოდა, რომ 14 ნოემბერს RAF-ის შეჯიბრზე ბრაზილიელ - მარლონ მორაეშთან უნდა იბრძოლოს.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილს და ზვიად ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი თავს დაესხა. უსმანი მარტო არ იმყოდებოდა, მას კიდევ 7 კაცი ახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღესტნელებიც ციხეში არიან და 2-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
Renato Moicano calls out the cowardly attack on Merab Dvalishvili
— The Fight Fanatic (@FightFanatic_) November 12, 2026
“Going after someone with 10 people and hitting them from behind is unacceptable. If you have a problem with someone, call them and talk. And if it comes to blows, let it be one-on-one.
There needs to be… pic.twitter.com/2LsHknxxof